საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს კოვიდ-19 გეგმიური შემოწმების დროს დაუდასტურდა. აქვე ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს და ის თავს კარგად გრძნობს.
ასევე ნახეთ: IRI-ის კვლევა: პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქართველებისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკააცოტა ხნის წინ კი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა სადაც წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა მიუხედავად იმისა, რომ მას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს. ადმინისტრაცია აქვე განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილს კოვიდ- 19 არ დადასტურებია, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო მიიღო.
ადამიანი სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა მას ვაქცინის ორი დოზა აქვს მიღებული და ბოლო დოზის მიღებიდან 2-3 კვირაა გასული.