ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ასევე ნახეთ: აცრის რისკები; "მოდერნა" დელტასგან საუკეთესო დაცვაა; კოვიდის დამანგრეველი გავლენა ორსულებზე და დამატებითი დოზის საჭიროება - 4 უახლესი კვლევაჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, უწყების ცნობით, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.
ამიტომ, უწყება მოსახლეობას მიმართავს ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ და აღნიშნული დოკუმენტი გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge. განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ნახეთ: საქართველოში ეპიდ-ვითარება მძიმდებაჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდაა. გარდაიცვალა 30 ადამაიანი. ამ დროისთვის, მინიმუმ ერთ აცრით, 806 681 ადამიანია აცრილი.