კოვიდი ჯერ არსად მიდის - სიტუაცია მსოფლიოში

მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონვირუსის ცვლილების პარალელურად, ისე ჩანს, რომ ვირუსი სარს-კოვ-2 ჯერ თავს არ დაგვანებებს და ცირკულირებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ საკმაო ხანს გააგრძელებს. შესაბამისად, მასთან ბრძოლაც გაგრძელდება, ჯერჯერობით ძირითადად ვაქცინაციის გზით.

საბოლოო ჯამში, ვაქცინების განვითარების უპრეცედენტო სისწრაფე იძლევა იმედს, რომ ახალი კორონავირუსი ექიმ ჯეიკობ ჯონის თქმით, "ზოოპარკის კიდევ ერთი, რიგითი ცხოველი" გახდეს. კოვიდ-19-ის გართულებებით დედამიწაზე უკვე 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილია. ინფიცირებულთა რაოდენობაც კვლავ იზრდება, ისევე როგორც ვირუსის ახალი ვარიანტები და მათი სხვადასხვა სახის მუტაცია.

ასევე ნახეთ: ამერიკაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია შეფერხებებით გრძელდება, თუმცა ის აცრების რაოდენობით მაინც ლიდერობს

მაგრამ, დაწყებული ვაქცინაციის ტემპებიც თანდათან იზრდება. პირველი დოზები დღეს ზიმბამვემაც მიიღო. ეს ძირითადად ჩინური წარმოების "სინოფარმის" ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე მოხდა, თუმცა სამხრეთ აფრიკის კონტინენტის ამ სახელმწიფომ, ადგილობრივი მედია-საშუალებების ცნობით, იმავე კომპანიისგან დამატებით 600 000 დოზა შეიძინა, რომლის მიღებასაც მომდევნო თვეში ელოდებიან.

ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინაციაში ყველაზე დაწინაურებული დღეს ისრაელია. მედიის ცნობებს, ბოლო დღეებში კოვიდ-19-ზე აცრის ტემპების შენელების შესახებ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უარყოფს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს "ყალბი ახალი ამბებია".

Your browser doesn’t support HTML5

ვაქცინები ახალი ვარიაციების წინააღმდეგ

ისრაელის მთავრობას ვაქცინაციის გასაგრძელებლად ინტენსიური საინფორმაციო კამპანია აქვს გაჩაღებული. ამას გარდა, მოქალაქეთა წახალისების მიზნით, ვაქცინაციის პუნქტებზე ზოგან დიჯეიც ჰყავთ მოწვეული და საკვებიც უფასოდ რიგდება.

ვაქცინაციის მასშტაბები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაიზარდა. ქვეყანაში უკვე 52 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა. კვირის ბოლოს, ერთ დღეში, პარასკევიდან შაბათამდე, 2 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. პარალელურად, შტატებში ინფიცირების კლებაც აშკარაა და დაღმავალი ტრაექტორიით გრძელდება.

ასევე ნახეთ: ვირუსის ვარიაციები, ვაქცინების ეფექტურობა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების შანსები - ინტერვიუ ენტონი ფაუჩისთან

თუმცა, შემაშფოთებელი ცნობებიც ვრცელდება. ამერიკელმა მეცნიერებმა შტატებში ვირუსის 7 ახალი ვარიაცია დააფიქსირეს. მათი მუტაციები ძალიან ჰგავს ფართო გავრცელებით გამორჩეულ, ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვარიანტების მუტაციას.

შეერთებული შტატები ინფიცირების მხრივ კვლავ გლობალური ლიდერია, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 10.9 მილიონით მეორე ადგილზე იმყოფება ინდოეთი და 9.8 მილიონია ბრაზილიაში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, მთლიანად მსოფლიოში კოვიდ-19-ის 108 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ იცვლება კოვიდ-19 და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?