კოვიდ-19-ის პანდემიამ ერთ წელში, ამერიკელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ, ბოლო ათწლეულში მიღწეული შედეგები გადაშალა. ამ მიმართულებით, შეერთებულ შტატებში რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობაც კიდევ უფრო გაღრმავდა.
მონაცემებს ამერიკის მთავრობა აქვეყნებს. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) ანგარიში ოფიციალურ ვებგვერდზე ხუთშაბათს დადო.
მთელ მოსახლეობაში 2020 წელს, სიცოცხლის ხანგრძლივობამ ამერიკაში ერთი წლით დაიკლო და საშუალო ასაკი 77.8 გახდა. ასეთი მონაცემი ქვეყანაში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა. ლათინურ-ამერიკულ მოსახლეობაში კლებამ თითქმის ორი წელი შეადგინა, აფრო-ამერიკელებში კი - თითქმის სამი.
ასევე ნახეთ: კოვიდი ჯერ არსად მიდის - სიტუაცია მსოფლიოშიეს ცოტა არ არის, ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის დემოგრაფი ნორინ გოლდმანი. მისი თქმით, ძალიან დიდ მიღწევად ითვლებოდა 2015, 2016 და 2017 წლებში სიცოცხლის ხანგრძლივობის წელიწადის მხოლოდ ერთი მეათედით გაუმჯობესება.
სპეციალისტების აზრით, საქმე დიდი ალბათობით, გაცილებით უარესადაა, რადგან აღნიშნული ანგარიში მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარს აჯამებს. კოვიდ-19-ით სიკვდილობის მაჩვენებელი წლის ბოლოს კიდევ უფრო მაღალი იყო.
ასევე ნახეთ: ამერიკელთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ კოვიდ-19 ჩინეთის ბიოლოგიური იარაღიაშეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემები ემთხვევა ბრიტანეთში და ესპანეთში მომზადებულ მსგავს ანგარიშებს. მათთანაც სიცოცხლის ხანგრძლივობის მონაცემებში დაახლოებით ერთწლიანი ვარდნა ფიქსირდება.
უკეთესი მდგომარებაა საფრანგეთში და შვედეთში, სადაც წინასწარი მონაცემებით, მამაკაცებში - ნახევარწლიანი, ქალებში კი წლის ოთხი მეათედით (საფრანგეთი), ან სამი მეათედით (შვედეთი) კლება აღირიცხა. პროფესორ ნორინ გოლდმანის თქმით, ამის გამო შეერთებული შტატები კიდევ უფრო ცუდ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან ის სიცოცხლის ხანგრძლივობით "მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თითქმის ყველა მაღალშემოსავლიან სახელმწიფოს".