ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ-19-ის გამო გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულებს შორის 791 ახლად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. განიკურნა 2 413 ადამიანი.
დღეისთვის, საქართველოში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 335-ს აღწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა აღრიცხულმა რაოდენობამ 40 727 შეადგინა. სულ, გამოჯანმრთელდა 25 104 ადამიანი.
ასევე ნახეთ: ჰოსპიტალიზებულთა 6% ჯანდაცვის მუშაკებია - რუბრიკა „გალილეო“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ახალი კორონავურისით ინფიცირებულ პაციენტებს შორის, ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი თბილისში გარდაიცვალა. დედაქალაქში 10 ადამიანია გარდაცვლილი; აჭარაში და იმერეთში- 7-7; შიდა ქართლში - 2; ქვემო ქართლში - 1 და სამეგრელო-ზემო სვანეთშიც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ: ცხინვალი და აფხაზეთი პანდემიის პირისპირ