კორონავირუსის პანდემიის დროს ბავშვებში დეპრესია და შფოთვები გაორმაგდა

ყოველი 4 ბავშვიდან ერთს კლინკურად დადასტურებული დეპრესიის სიმპტომები აქვს, ხოლო ყოველი 5 ბავშვიდან ერთს, შფოთვის გაზრდილი მაჩვენებლები. ახალი კვლევა, რომელიც „ჯამანეტვორკმა“ ჩაატარა, სწავლობდა იმას, თუ როგორი გავლენა ჰქონდა კორონავირუსის პანდემიას ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ავტორებმა 80,000-ზე მეტი ბავშვი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პანდემიის დროს, მოზარდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გახშირდა. კვლევის მიხედვით, დეპრესიისა და შფოთვის შემთხვევები, ბავშვებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაორმაგდა.

„როდესაც კოვიდ-19 დაიწყო, ხალხის უმეტესობა ფიქრობდა, რომ თავიდან ეს რთული იქნებოდა, თუმცა, ბავშვები ნელ-ნელა უკეთ იგრძნობდნენ თავს სკოლაში დაბრუნებასთან ერთად“, - ამბობს შერი მადიგანი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი. „თუმცა, როდესაც პანდემია გახანგრძლივდა, ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი გამოტოვეს თავიანთ ცხოვრებაში. ეს წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ახალგაზრდებისთვის კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია“, - ამბობს მკვლევარი.

მკვლევრებმა 29 სხვადასხვა კვლევის მონაცემები დაამუშავეს, რომლებიც 80,000-ზე მეტი ბავშვის შესახებ აერთიანებდა ინფორმაციას. გამოიკითხნენ ბავშვები აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში.

ასევე ნახეთ: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალების პიკი დაფიქსირდა

ანალიზი ამბობს, რომ შედარებით უფრო მოზრდილებმა და გოგონებმა უფრო დიდი სტრესი მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა და/ან უმცროსის ასაკის ბავშვებმა. ამის ეჭვი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მეცნიერებს, თუმცა, დამტკიცება, მხოლოდ ბოლო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა.

ამერიკაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით, თინეიჯერი გოგონების მშობლები ამბობდნენ, რომ მათი შვილები სხვადასხვა სახის მენტალურ პრობლემებს განიცდიდნენ. ჰქონდათ ძილის პრობლემები, მოწყვეტილი იყვნენ ოჯახის წევრებს და ა.შ რამდენიმე სხვა გამოკითხვა კი აჩვენებდა, რომ ამერიკელი თინეიჯერების 12%-ს დეპრესია, ხოლო 30%-ს შფოთვითი პრობლემები ჰქონდა.

სექტემბერში, ამერიკაში სწავლა ძველებურ რეჟიმში უნდა აღდგენილიყო და მოსწავლეები სკოლას უნდა დაბრუნებოდნენ. თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების და დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ზუსტი პასუხი იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი ჯერ არ არსებობს.

ასევე ნახეთ: საფრანგეთში კოვიდ-საშვს უკვე ყველგან ითხოვენ

მიუხედავად იმისა, წავლენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში, ეს წელი მაინც განსხვავებული იქნება მათთვის. სკოლაში მისვლის დროს, ფიზიკური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების ხშირი ბანა, კვლავ, აუცილებელი მოთხოვნა იქნება.

თუმცა შექმნილი სიტუაციისგან მიუხედავად, ისეთი ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად „ამერიკის პედიატრთა აკადემია“, იძლევიან სასწავლო წლის, ფიზიკურად გახსნის რეკომენდაციას. მათი თქმით, 18-თვიანი გავლენა, რომელიც ბავშვებზე პანდემიამ მოახდინა, ისედაც მძიმეა მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის. სკოლაში წასვლა კი მათ მდგომარეობას, გარკვეულწილად შეამსუბუქებს.