ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი გაცილებით უფრო ინფექციური და ვირულენტურია (ავადმყოფობის გამომწვევი), ვიდრე ალფა. დელტა პირველად ინდოეთში იპოვეს, ალფა კი - ბრიტანეთში. თუმცა, კარგი სიახლეა ის, რომ ვაქცინები მათ წინააღმდეგაც კარგად მუშაობს, მართალია ოდნავ ნაკლებად, მაგრამ მაინც წარმატებით.
ასევე ნახეთ: "დელტა" ვარიანტის შტამი ვაშინგტონში შეშფოთების საგნად რჩებაორშაბათს, სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული ნაშრომი ამბობს, რომ დელტა ვარიანტი კოვიდ-19-ის დაავადების უფრო სერიოზულ შემთხვევებსაც იწვევს, ვიდრე სხვა ვარიანტები, ან კორონავირუსის ოროგინალური ვერსია. დელტა ვარიანტით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის შანსი 85%-ით მეტია, ვიდრე ალფა ვარიანტით ინფიცირებულების.
რაც შეეხება ვაქცინების წარმატებას, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ამერიკულ-გერმანული "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დელტას წინააღმდეგ 13%-ით უფრო ნაკლებეფექტურია და მისი ეფექტურობა საშუალოდ 79 პროცენტია. ბრიტანულ-შვედური "ასტრა-ზენეკას" ეფექტურობა კი 60%-ს შეადგენს.
ავად შეიძლება აცრილი ადამიანიც გახდეს, მაგრამ ნაკლები შანსია ავადობა მძიმე ფორმებით განვითარდეს. ჰოსპიტალიზაციასთან მიმართებაში "ფაიზერი" 96%-ით ეფექტური გამოდგა, "ასტრა-ზენეკა" კი 92%-ით ეფექტურია.