მოსამართლემ პოლიციის მტკიცებულება უკანონოდ მიიჩნია
Your browser doesn’t support HTML5
მოსამართლე ლევან დარბაიძემ პოლიციის მოპოვებული მტკიცებულება უკანონოდ ცნო და დაკავებული სოსო ბაბაევი გაათავისუფლა. ბაბაევი აქტივისტია. მისი თქმით, პოლიციამ იარაღი ჩაუდო და მისგან ბიოლოგიური მასალის მოპოვებას ძალადობრივად ცდილობდა. ბაბაევი ნაცემია. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.