ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რუსეთის მიერ, უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებასა და დეპორტაციას „გენოციდი“ უწოდა და წარმოდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

რეზოლუცია, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ითხოვს უკრაინელი ბავშვების უსაფრთხო დაბრუნებას, რომლებიც რუსეთში ძალით წაიყვანეს. რეზოლუციის ტექსტი ასევე ითხოვს იმ პირების დასჯას, რომლებმაც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღეს.

ასევე ნახეთ: სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თანხმდება, რომ რეზოლუციაში მოყვანილი ინფორმაცია, სრულად შეესაბამება გენოციდის საერთშორისო განმარტებას.

მოხსენება რეზოლუციის შესახებ, პორტუგალიელმა დეპუტატმა, პაულო პისკომ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ უკრაინელმა ბავშვებმა უკვე გაიარეს რუსიფიკაციის პროცესი და მათ აეკრძალათ უკრაინულად საუბარი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია „აშკარად იყო დაგეგმილი და სისტემურად ორგანიზებული" სახელმწიფო პოლიტიკა.

ასევე ნახეთ: ობრაიანი: ბიზნესები, რომლებიც სანქციების დარღვევით რუსეთში ელექტრო საქონელს გზავნიან, რულეტს თამაშობენ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსულმა ჯარმა უკრაინული ქალაქებიდან ათობით ათასი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოახდინა.

უკრაინის მთავრობის სტატისტიკით, საუბარია სულ ცოტა 19 384 ბავშვზე, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში ძალით გადაიყვანეს.

საკითხს მსოფლიო საზოგადოება სწავლობს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სცნო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დამნაშავედ და მისი დაკავების ორდერი გასცა. კრემლი ბრალდებებს არ აღიარებს.