სკანდალი თეთრი სახლის მახლობლად მდებარე შენობაში აგორდა
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერია კორუფციის სკანდალში გაეხვია. არადა, ვაშინგტონი მსოფლიოში დემოკრატიის ციტადელად ითვლება.
გასულ წელს ვაშინგტონის მერი ვინსენტ გრეი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ქალაქის ფედერალური ოლქის სტატუსი გააპროტესტა, რაც მას კონგრესში წარმომადგენლის არჩევის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ როდესაც მისი სამი სპონსორი და ქალაქის საბჭოს ორი წევრი ფინანსურ მაქინაციებში აღმოჩნდნენ გარეულნი, მედიის დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სკანადალი თეთრი სახლის მახლობლად მდებარე შენობაში აგორდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორუფციისგან განვითარებული დემოკრატიაც კი არ არის დაზღვეული.
ბილ ბუზენბერგი, საზოგადოების ინტეგრაციის ცენტრიდან, ჟურნალისტების სწავლებას ხელმძღვანელობს, რათა მთელ მსოფლიოში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულად იგრძნონ თავი.
მისი თქმით:
“ ეს პრობლემა ყველგან არსებობს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ გამჭვირვალეობის მიღწევა ყველგან პრობლემაა და პოლიტიკოსებზე საზოგადოების კონტროლი ძალზე მნიშვნელოვანია.“
გასული საუკუნის 90-იან წლებში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ვაშინგტონის მერის მარიონ ბარონის საქმე, რომელიც კრეკის და კოკაინის მოხმარებისა და გასაღებისთვის დააპატიმრეს. ეს საქმე ვაშინგტონში არსებული კორუფციის სიმბოლო გახდა.
თუმცა, ვაშინგტონის ქალაქის საბჭოს წევრი დევიდ კატანია აცხადებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.
მისი თქმით, ვაშინგტონი განსაკუთრებით ზარალდება კორუფციის გამო, რადგან აქ ფაქტიურად ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდა, როდესაც დემოკრატიული პარტია ყველა არჩევნებში იმარჯვებს.
დევიდ კატანიას განცხადებით, ასე ხდება ნებისმიერ ერთპარტიულ სისტემაში, სულ ერთია ეს დემოკრატიული პარტია იქნება, თუ რესპუბლიკური.