ყველაზე მძიმე სცენარის მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსის შედეგად შეიძლება მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში ახალი კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა ივლისამდე ან აგვისტომდე გაგრძელდეს.

ამ ფონზე, ათობით შტატმა უკვე დაკეტა საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები, რესტორნები და ბარები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები. ქვეყნის მასშტაბით არაერთმა სამსახურმა, სადაც ეს შესაძლებელია, სავალდებულო დისტანციური მუშაობა შემოიღო.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ეს ახალი ვირუსი 152 ქვეყანაში ფიქსირდება და მის გამო 7000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

უკანასკნელი ინფორმაციით, მსოფლიოში, დაახლოებით, 185,000 ადამიანია კოვიდ-19-ით დაინფიცირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი დოქტორი ჰანს ჰენრი კლუგი ამბობს, რომ “დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ეს ახალი ვირუსი 152 ქვეყანაში ფიქსირდება და ამის გამო 7000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა."

შეერთებულ შტატებში დღევანდელი მონაცემებით ვირუსით 4,600-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. დაავალებულთა შორის 87 გარდაიცვალა.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ეპიდემიოლოგები ცდილობენ განსაზღვრონ რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მიერ გამოწვეული მსხვერპლი, რამდენ ადამიანს შეიძლება დასჭრდეს ჰოსპიტალიზაცია და რამდენადაა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად დაავადების პიკისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელსაც გაზეთი “ნიუ-იორკ ტამსი” ავრცელებს, ვირუსის გავრცელების მარტივ მოდელს იყენებს. ამ გათველბში გათვალისწენებული არ არის ზოგიერთი პრევენციული ზომა, რომელსაც ფედერალური და შტატების მთავრობები იღებენ.

ასევე ნახეთ: საფრანგეთში დააჯარიმებენ ყველას ვინც სახლში არ დარჩება


ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 300 მილიონია. აქედან, ეპიდემიის განმავლობაში, რაც შეიძლება თვეები ან ერთი წელი გაგრძელდეს, 160-დან 214 მილიონამდე ადამიანი შეიძლებს დაინფიცირდეს კოვიდ-19-ით. მსხვერპლი კი 200 ათასიდან 1.7 მილიონამდე შეიძლება იყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გათვლებით, ამერიკაში 2.4-დან 21 მილიონამდე ადამიანს შეიძლება ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. სცენარის ასეთი გავითარება, ქვეყნის სამედიცინო სისტემისთვის უდიდესი ტვირთ იქნება. დღეის მონაცემებით, ამერიკის საავადმყოფოებს, დაახლოებით, ერთ მილიონი ადამიანის მიღება შეუძლია. ამ რაოდენობის ხმოლოდ 10 პროცენტია გათვლილი მძიმედ დაავადებულთათვის.

ასევე ნახეთ: ნიუ-ჯერსიში ქართული საკვირაო სკოლა დაიხურა და გამოფენები გადაიდო


CDC-ს ეს მონაცემები არ ითვალისწინებს ზომებს, რომლებსაც ქალაქები და შტატები ინდივიდუალურად იღებენ. ზოგიერთმა ამ ზომამ ვირუსის გავრცელების სისწრაფე უნდა შეაჩეროს.

ამ ფონზე, 16 მარტს ამერიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ვაქცინის ტესტირება დაიწყო. ვაქცინა კლინიკურ კვლევებს მომდევნო თვეების განამავლობაში გაივლის და ფართო გამოყენებისთვის 12-დან 18 თვეში იქნება მზად.