პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც სამშაბათს კორონავირუსის პანდემიის საკითხზე ყოველდღიური ბრიფინგები განაახლა, თქვა რომ ქვეყანაში დაავადების შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდებოდა და “სამწუხაროდ, გაუმჯობესებამდე ვითარება სავარაუდოდ, უფრო გაუარესდება”.
თეთრი სახლის პირველ ოფიციალურ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა: “ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ძალიან კარგი, სხვა ადგილებში კი ნაკლებად კარგი ვითარებაა.”
პრეზიდენტმა პირბადის ტარების შესახებ, დღემდე ყველაზე კატეგორიული განცხადება გააკეთა: “პირბადე მოგწონთ თუ არა, მას შედეგი აქვს და მე მის ტარებას ვეჩვევი”.
ცოტა ხნის წინ, ტრამპი პირბადით საჯაროდ პირველად გამოჩნდა, როდესაც ვაშინგტონთან ახლოს, ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრს სტუმრობდა. მან ქვეყნის მასშტაბით პირბადის ტარების ვალდებულების დაწესებაზე უარი თქვა.
ასევე ნახეთ: ჯორჯიის შტატში პირბადის ტარების საკითხი დაპირისპირების საგანი ხდება
ტრამპმა ბრიფინგი კორონავირუსზე სამუშაო ჯგუფის მედიცინის ექსპერტების თანხლების გარეშე ჩაატარა. პრეზიდენტმა შესაძლო ვაქცინების შემუშავების შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა: “ვაქცინები იქნება და იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმე ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა.” თქვა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: უკვე 23 ვაქცინას ცდიან ადამიანებზე - სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდან
“ასოშიეიტედ პრესის” თანახმად, პირველი შესაძლო ამერიკული ვაქცინის გამოცდის ბოლო სტადია მომავალ კვირაში დაიწყება, რათა დადგინდეს რომ ის ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტურია. გამოცდაში 30 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.