საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში 2 505 პაციენტი დაიღუპა კორონავირუსის მიზეზით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის 1 527 შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს.
ასევე ნახეთ: Covid-19: საქართველო 1 მსოფლიოში გავრცელებით, მე-11 სიკვდილიანობითგასული დღე-ღამის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელებულია 1 282 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 71, ხოლო იმერეთში - 68.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 132 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 813 პირი, აჭარაში - 2 728, იმერეთში - 3 644.