შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი კვლავ საბჭოთა კავშირის შექმნას ცდილობს.
ასევე ნახეთ: შაჰინი: "საქართველოში შეჭრა იყო პუტინის მიერ დემოკრატიისთვის ომის გამოცხადება"„რუსები ცდილობენ ძალით დააბრუნონ საბჭოთა კავშირი. ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინს სურს, უფრო დიდი რუსეთის ფედერაცია, იმაზე დიდი, ვიდრე ის ახლაა და ისურვებდა საბჭოთა კავშირის დაბრუნებას. მან ცხადია იცის, რომ ვერ მიიღებს, ვერ მოიპოვებს კონკრეტულ ტერიტორიებს, ვერ დააბრუნებს მათ თავის ორბიტაზე, მაგრამ მას სურს მიიღოს რაც შეიძლება მეტი. საქართველო, უკრაინა, ამ მცდელობის ნაწილია. ვშიშობთ იგივეს შესახებ ბალტიისპირეთის რეგიონშიც“, - ამბობს კონგრესმენი და განმარტავს, რომ რუსეთი საქართველოსთვის განგრძობითი საფრთხეა.
„ჩვენ ვართ შეშფოთებულნი და ვეწინააღმდეგებით ამას. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება მიუღებელია. რუსები ცდილობენ საზღვრების გადმოწევას კიდევ უფრო მეტად და მის გასწვრივ ხალხის დაშინება-შევიწროვებას, შეჩერებას. ეს უწყვეტი საფრთხეა საქართველოსთვის და ესაა ის, რაც პუტინს მოსწონს“, - ამბობს სტივ კოენი, რომელსაც "ამერიკის ხმის" უკრაინული განყოფილება ესაუბრა.