სენატი იმიგრაციის რეფორმას განიხილავს

პრეზიდენტი კონგრესში ბიზნესის, პროფკავშირების და რელიგიური ჯგუფების ლიდერებსაც შეხვდება
დღეს პრეზიდენტი ობამა კონგრესში მივა, სადაც იმიგრაციის რეფორმა უნდა დაამტკიცონ.

თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ ორპარტიული კანონის დადებით მხარეებზე უნდა იმსჯელოს, რომელშიც ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები შედის. პრეზიდენტი ასევე ბიზნესის, პროფკავშირების და რელიგიური ჯგუფების ლიდერებსაც შეხვდება.

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები შეთანხმდნენ კანონზე, რომელიც შეერთებულ შტატებში ათობით მილიონ არალეგალურად მცხოვრებ იმიგრანტს მოქალაქეობის მიღებისკენ გაუკვალავს გზას.