ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა საიდუმლო პროგრამას იცავს


ამერიკის კონგრესის ბევრმა წევრმა წლების მანძილზე იცოდა ამ პროგრამის შესახებ და მას მხარს უჭერდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:29 0:00
ბმული

კალიფორნიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საიდუმლო თვალთვალის პროგრამა დაიცვა.

„ჩემი შეფასებით და ჩემი გუნდის შეფასებით ეს ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილებაში გვეხმარება. პირადი ინფორმაციის ისეთი ზომიერი შელახვა, როგორიც სატელეფონო სუბრების შინაარსის მოსმენის გარეშე ადამიანების სატელეფონო ზარების ხანგრძლივობაზე დაკვირვებაა, ღირდა საფრთხის თავიდან აცილებად.“

ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის გამოვლენის მიზნით სატელეფონო და ინტერნეტ თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფებში პროტესტის ტალღა გამოიწვია.

„ეს უკვე ნამეტანია. ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამას ნამდვილად არავინ ელოდა.“

ბრენანის სამართლის ცენტრის მკვლევარი ელისაბედ გოიტეინი ამბობს, რომ მილიონობით სატელეფონო ზარზე და ინტერნეტ კომუნიკაციაზე დაკვირვება სინამდგილეში არაეფექტურია:

„დარწმუნებული ვარ, რომ მილიონობით ამერიკელის ციფრულ ინფორმაციაზე დავკირვება ტერორისტების მონახვაში ვერ დაგვეხმარება. ადმინისტრაცია ალბათ სხვანაირად ფიქრობს. ამ სფეროს ექსპერტები და სამართალდამცველები ამბობენ, რომ მიზნის მისაღწევად უფრო ეფექტური გზები არსებობს.“

ამერიკის კონგრესის ბევრმა წევრმა წლების მანძილზე იცოდა ამ საიდუმლო პროგრამის შესახებ და მას მხარს უჭერდნენ. მათ შორის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, კალიფორნიის სენატორი დაიან ფაინსტაინია:
„უნდა შევამოწმოთ მონაცემების მოპოვების გზები, რომლებიც შეთქმულებების გამოვლენაში და ამერიკელების სიცოცხლის დაცვაში დაგვეხცმარება.“
პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ საიდუმლო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გამოვლენამ ამერიკაში ეროვნულ უშიშროებასა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შერწყმის შესახებ დებატები განაახლა, რასაც ის მიესალმება:

„ვერ გვექნება 100 პროცენტიანი უსაფრთხოება, პირადი ინფორმაციის 100 პროცენტიანი დაცვა და ნული პრობლემა. უნდა გავაკეთოთ არჩევანი.“

კონგრესის წევრები პირობას დებენ, რომ საიდუმლო პროგრამის დეტალების გამოსაძიებლად მოსმენებს გამარავენ.
XS
SM
MD
LG