დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიება გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ჩვენების მისაცემად, კონგრესში რამდენიმე მოქმედი, თუ ყოფილი მაღალჩინოსანი გამოიძახეს და გამოითხოვეს შესაბამისი დოკუმენტებიც, რაც ამერიკა-უკრაინის პოლიტიკას უკავშირდება.
მათ შორის არიან: სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, პრეზიდენტის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი, ყოფილი საგანგებო დესპანი უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერი და სხვები. ვოლკერმა პოსტი გასულ კვირას დატოვა.