უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანით იმედგაცრუებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ის საქმოქალაქო საავადმყოფოში.
„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფი ყველა საშუალება.“ - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: თითქმის ერთი საათის განმავლობაში სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყოგანცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური ნოტა უკვე გაუგზავნა.
უწყება მიიჩნევს, რომ სასჯელააღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დატოვება საფრთხისშემცველია.
„უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია“ - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ სამინისტროს და საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აქვს.