გამოძიებას კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში, ჯერ კიდევ არ გააჩნია მოტივი, რის გამოც სასურსათო მაღაზიაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა. ეჭვმიტანილი აჰმად ალ ალივი ალისა დაკავებულია.
ასევე ნახეთ: სასურსათო მაღაზიაში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლაწარმოშობით სირიელ აჰმადს პირველი კატეგორიის მკვლელობის მუხლით გასამართლება ელის. ახლა ის სასამართლოში გამოძახებას ელოდება. მისი ძმა ამბობს, რომ აჰმადი პარანოიდული და გულჩათხრობილი ადამიანია. ინციდენტამდე 6 დღით ადრე, აჰმადმა ცეცხლსასროლი იარაღი Ruger AR-556 შეიძინა, რომელიც ნახევრად ავტომატურ იარაღს ჩამოჰგავს.
კოლორადოში დატრიალებულ სისხლისღვრას, კვირაზე ნაკლები დრო აცილებს ჯორჯიის შტატში მომხდარი მასობრივი მკვლელობიდან. ქალაქ ატლანტაში შეიარაღებულმა მამაკაცმა სიცოცხლეს 8 ადამიანი გამოასალმა. მასობრივმა სროლებმა იარაღის კონტროლზე დებატები კვლავ განაახლა. საკითხზე მოსმენა სამშაბათს სენატის იუსტიციის კომიტეტშიც გაიმართა.
ასევე ნახეთ: თავდასხმა რასობრივ ნიადაგზე - მოკლულია 6 აზიელი ქალი და 2 კაცი