ექიმებმა კლინტონი მოსალოდნელი ინსულტისგან იხსნეს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ნიუ იორკის საავადმოყოფოდან გამოწერეს. კლინტონს თავში სისხლის შენადედი აღმოაჩნდა, რის გამოც ექიმებმა სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.
ჰილარი კლინტონმა საავადმყოფოში სამი დღე დაჰყო. ექიმებმა მედიკამენტების საშუალებით კლინტონის თავის ქალის ვენაში შეგუბებული სისხლის შენადედი დაშალეს. სპეციალისტთა განცხადებით, პროცედურამ სახელმწიფო მდივანი მოსალოდნელი ინსულტისგან იხსნა.
სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილის განცხადებით, კლინტონის მკურნალ ექიმთა ჯგუფი ჩატარებული პროცედურის შედეგით კმაყოფილია და უახლოეს დღეებში მის სრულ გამოჯანმრთლებას ელიან.