სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
შაბათს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილემ ფილიპ რეინესმა განაცხადა, რომ ქალბატონ კლინტონს კუჭ-ნაწლავის ინფექციის გამო, გაუწყლოვანება დაემართა.
რეინესის განცხადებით, ჰილარი კლინტონი ერთი კვირა შინ დარჩება და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სახლიდან იკონტაქტებს.
სახელმწიფო მდივანმა ჯანმრთელობის პრობლემის გამო მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გადადო.
ქალბატონ კლინტონს კუჭ-ნაწლავის ინფექციის გამო, გაუწყლოვანება დაემართა