ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩავიდა


კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ ევრაზიის კავშირის შექმნის გეგმები

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში ჩავიდა.
აქ დაიძაბა სიტუაცია პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, მას შემდეგ რაც ქალაქის თვითმმართველობამ სამთავრობო შენობებიდან ბრიტანეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩრდილოეთ ირლანდიაში დამოუკიდებლობის მომხრე კათოლიკებსა და ბრიტანეთის იმპერიის ერთგულ პროტესტანტებს შორის მიმდინარე ომის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
დუბლინში სიტყვით გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ ევრაზიის კავშირის შექმნის გეგმები, რომელიც მისი თქმით აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებს უკან, საბჭოთა კავშირისკენ ექაჩება.
XS
SM
MD
LG