ჰილარი კლინტონი პეკინის დარწმუნებას ცდილობს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთს ეწვია. ჰილარი კლინტონი ცდილობს დაარწმუნოს პეკინი და მისი მეზობლები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიული დავის სისტემური გადაჭრის აუცილებლობაში. კლინტონს სურს, რომ პეკინმა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციასთან, იგივე „ასეანთან" ითანამშრომლოს, რომლის ფარგლებშიც ხელს მოაწერს შეთანხმებას დავების გადაჭრის შესახებ.
პეკინი, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის თითქმის მთელ ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას, აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგება. ამის ნაცვლად, მას სურს რომ უთანხმოება დავაში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალურად გადაჭრას. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ასევე, პრეტენზიას აცხადებენ ტაივანი, ფილიპინები, ვიეტნამი, მალაიზია და ბრუნეი.