ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის $1 მილიარდი დოლარი ეგვიპტეს?


ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ქაიროში იმყოფება

შეერთებული შტატები ეგვიპტესთან მოლაპრაკების ბოლო ეტაპზეა, რომლის დასრულების შემდეგაც ამერიკის მთავრობა ეგვიპტის ეკონომიკის დასახმარებლად და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელ პაკეტს გამოყოფს.

შეთანხმების პირობების შესამუშავებლად, ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ქაიროში იმყოფება. დღემდე, ეგვიპტეს ამერიკის 3 მილიარდი ლოლარი მართებს.

ეგვიპტეში მიმდინარე არეულობისა და არჩევენების გამო დახმარების პირობების განხილვები რამდენიმე ხანი შეჩერებული იყო.

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის მოჰამედ მორსისთვის, რომელიც მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელია, ქვეყნის მართვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა.

მორსიმ ორი კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდს 4.8 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება სთხოვა. საუდის არაბეთმა და ყატარმა ქაიროს დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
XS
SM
MD
LG