ჩინეთის ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებთან დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ამწვავებენ და ძალადობამდე დაცემული ანტი-რასიზმის პროტესტებზე შეერთებული შტატების მთავრობის რეაგირებას აკრიტიკებენ.
ჩინეთის ლიდერებმა შეერთებულ შტატებში არსებული მღელვარება ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ დემონსტრაციებს შეადარეს და ამერიკაში რასობრივ დისკრიმინაციას, “ქრონიკული სოციალური სენი” უწოდეს.
ჰონგ-კონგში, სადაც პეკინი, უსაფრთხოების ახალი ინიციატივების გზით, რომელიც შეერთებული ოფიციალური პირებმა დაგმეს, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებების გაცამტვერების პროცესშია, ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირმა კერი ლემმა, სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული პროტესტები “ორმაგი სტანდარტის” ნიმუშია.
ლემმა თქვა, ამერიკელ ოფიციალურ პირებს “ძალიან აღელვებთ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას დაბურული სათვალით უყურებენ.”
როგორც ჩანდა, ლემი მიანიშნებდა შეერთებული შტატების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე, რომელიც ჰონგ-კონგის უსაფრთხოების ძალების მიერ, წინა თვეებში პოლიტიკური დემონსტრაციების ძალისმიერ ჩახშობას მოჰყვა.
ჩინეთი თავის მოქალაქეებს მკაცრად აკონტროლებს. მთავრობის მისამართით პროტესტის გამოსახატად მშვიდობიანი შეკრება აკრძალულია, მთავრობა არასასურველ ინფორმაციას ბლოკავს და ინტერნეტზე ცენზურას ეწევა. რელიგიური ჯგუფები მთავრობის დაკვირვების ობიექტია და დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ამ ყველაფრის გამო, “ფრიდომ ჰაუსის” თანახმად, რომელიც ქვეყნის თავისუფლების დონის შესაფასებლად სოციალურ მეცნიერებას იყენებს, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად თავისუფალია.
პეკინი დიდი ხანია რასიზმს დასავლეთის პრობლემად წარმოაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ შინ ატარებს პოლიტიკას, რომლითაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას ეწევა.
გასულ თვეში, სამხრეთ ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მცხოვრები ბევრი აფრიკელი ჩიოდა, რომ მგზავრობის მარშრუტების მიუხედავად, კორონავირუსზე ტესტი და დაუსაბუთებელი, 14-დღიანი თვით-კარანტინი აიძულეს. ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ სახლის პატრონების მიერ გამოსახლების და სასტუმროებში მიღებაზე უარის შემდეგ, უსახლკაროდ დარჩნენ.