ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელის ვიზიტი ჩინეთში

ვიზიტი ჩრდილოეთ კორეასა და ჩიენთს შორის ისტორიულად ყველაზე დაძაბულ პერიოდს ემთხვევა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა ჩინეთში მისი კაბინეტის უფროსი სამხედრო მრჩეველი გაგზავნა. ვიზიტი ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის ისტორიულად ყველაზე დაძაბულ პერიოდს ემთხვევა.

ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერალური პოლიტბიუროს დირექტორი ჩო რიონგ ჰაე პეკინში სამთავრობო დელეგაციასთანე რთად გაემგზავრა. გამგზავრებამდე ფხენიანს ვიზიტის დანიშნულებაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინი ჩრდილოეთ კორეასთან კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მდგომარეობას განიხილავს და ვიზიტის ბოლოს ერთობლიგ განცხადებას გამოაქვეყნებს.