ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16 ჩინელი მეთევზე გათავისუფლებულია


გემთმფლობელის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა გამოსასყიდის სახით ასი ათას დოლარს ითხოვდა

ცნობილი ხდება, რომ გათავისუფლებულია 16 ჩინელი მეთევზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თევზსაჭერი ნავი და მის ბორტზე მყოფი მეთევზეები დღეს მშვიდობით დაბრუნდნენ სახლში. გემთმფლობელის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა გამოსასყიდის სახით ასი ათას დოლარს ითხოვდა.
ნავი 6 მაისს, კორეის ნახევარკუნძულსა და ჩინეთს შორის მდებარე წყლებიდან გაიტაცეს. ჯერჯერობით ვერ ზუსტდება იმის გადამოწმება-მართლაც იდგა თუ არა ამ ინციდენტის უკან ჩრდილოეთ კორეა თუმცა ჩინეთის ხელისუფლება ახსნა-განმარტებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG