ჩინური სასამართლო

საქმის დასასარული მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩინელი პოლიტიკოსის ბო სილაის პოლიტიკურ მომავალზე
დღეს ჩინეთში ოთხი პოლიციელის სასამართლო პროცესი გაიმართა. პოლიციელების ჩინელი პოლიტიკოსის ცოლის დახმარება და მონაწილეობის დამალვა ბრალდებათ ბრიტანელი ბიზნესმენის ნეილ ჰეივუდის მკვლელობის მიზნით.

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა შვიდ საათში დასრულდა. ოფიციალური პირების განცხადებით ვერდიქტი მალე გახდება ცნოდბილი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ თუ როგორ არიან პოლიციელები დაკავშირებული ამ საქმესთან, გარდა იმ ფაქტისა, რომ მათ კანონის მანიპულირება ბრალდებათ პირადი გამორჩენის მიზნით.

ანალიტიკოსების განცხადებით, ამ საქმის დასასარული მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩინელი პოლიტიკოსის ბო სილაის პოლიტიკურ მომავალზე. სკანდალის დაწყებამდე ადრე მას ჩინეთის პოლიტიკაში წარმატებული და გავლენიანი მოთამაშის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.