ჩინეთი აცხადებს, რომ წარმოების მაჩვენებლები ქვეყანაში ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე უფრო დაბალია. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, სამომხმარებლო ფასები გასულ წელთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა.
თუმცა, ინფლაციის დონე ჩინეთში უკვე მეოთხე თვეა სტაბილური რჩება. ინფლაცია 2010 წლის შემდეგ ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 2.2 პროცენტს არ აღემატება. ეს კი მთავრობას ფისკალური კანონმდებლობის შერბილების და ეკონომიკის სტიმულირების მეტ საფუძველს აძლევს.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩინეთს მოუწოდებს ფოკუსირება უფრო ადგილობრივ მოხმარებაზე მოახდინოს, რათა სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე და ექსპორტზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.