სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების წარმოების უფლება მიეცემა
მალე ჩინეთი უფლებას მისცემს სასაზღვრო პოლიციას, დაკვირვება აწარმოოს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლებში მცურავ უცხოურ გემებზე.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, რეგიონში შექმნილი დაძაბულობის გამო, სამხრეთ პროვინცია - ჰაინანის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციას ენიჭება უფლება - შეამოწმოს, შეაჩეროს და ცურვის გაგრძელებაზე უარი უთხრას ყველა იმ გემს, რომელიც ზემოხსენებულ წყლებში არალეგალურად იმოქმედებს.
ჩინეთის განცხადებით, არალეგალურ ქმედებად ითვლება პროვინციის წყლებში არალეგალურად შესვლა, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის.