ვირუსის წარმომავლობის შესახებ, ჩინეთი აშშ-ს პასუხობს

ჩინეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კოვიდ-19 წარმომავლობის დადგენაში.

ოფიციალური ჩინეთი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უსაფუძვლო თავდასხმაში სდებს ბრალს და აცახდებს, რომ მაიკ პომპეოს განცხადებები, ვირუსის წარმომავლობის შესახებ სიცრუეა.

ასევე ნახეთ: პომპეო: კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა


„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ღიაობისთვის, ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მათ შორის ვირუსის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს პრეს სპიკერი.

„იმ ფონზე, როცა მეცნიერები არ ადასტურებენ ამას, რატომ აცხადებს სახელმწიფო მდივანი, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა? სად არის მისი მტკიცებულებები? წარმოგვიდგინოს დამადასტურებელი ფაქტები.“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.