ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინ პინი, მოუწოდებს "შესბამის მხარეებს" ავღანეთში, რომ ტერორიზმს ებრძოლონ და ამ შემთხვევაში, პირობას დებს, რომ ომისგან დასუსტებულ ქვეყანას დახმარებას გაუწევს.
ჩინეთი და ავღანეთი ერთმანეთის მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ავღანეთში კი სიტუაცია აგვისტოში რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ქაბულზე კონტროლი თალიბანმა აიღო, ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა კი ქვეყნის ბოლო კონტროლირებადი წერტილი, ქაბულის აერპორტი დატოვეს.
"შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" (SCO) ლიდერებთან შეხვედრის დროს, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავღანეთი უფრო ღია და ინკლუზიური უნდა გახდეს, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ასევე ნახეთ: რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკის წევრები ავღანეთის საკითხს განიხილავენ"კონკრეტულმა ქვეყნებმა", როგორც "გამომწვევებმა", უნდა იგრძნონ თავიანთი პასუხისმგებლობა ავღანეთის მომავალი განვითარების წინაშე, მიანიშნა სი ძინ პინმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
ექსპერტები ამბობენ, რომ ავღანეთი ეკონომიური კრიზისისა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ დაეხმარონ თალიბანს იმ გარანტიების გარეშე, რომ თალიბანი დაიცავს ადამიანის, განსაკუთრებით, ქალთა უფლებებს.
ჩინეთმა პირობა დადო, რომ ავღანეთს კოვიდ-19-ის ვაქცინებით დაეხმარება. ჩინეთის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ ამერიკას და მის მოკავშირეებს აქვთ ვალდებულება დაეხმარონ ქვეყანას, რომელიც ომის გამო, უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.