ჩინეთი და რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეას სანქციები შეუმსუბუქოს

ჩინეთი და რუსეთი აპირებენ, რომ ერთობლივი რეზოლუცია წარუდგინონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და მოუწოდონ მას, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გააუქმოს.

ჩრდილოეთ კორეისთვის ბევრი სანქციაა დაწესებული. რუსეთი და ჩინეთი კი ითხოვენ, რომ გაუქმდეს შემდეგი: ჩრდილო კორეელებისთვის საზღვარგარეთ მუშაობის უფლების შეზღუდვა და გამომუშავებული თანხის ჩრ.კორეაში გაგზავნა; ზღვის პროდუქტებისა და ტექსტილის ექსპორტი და შეზღუდვა რაფინირებული ნავთობის იმპორტზე.

რეზოლუციის სამუშაო ვერსია სააგენტოებმა "როიტერმა" და "ასოშიეტიდ პრესმა" მოიპოვეს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი სანქციების გაუქმებას "ჩრდილოეთ კორეის მშვიდობიანი მოსახლეობის საარსებო წყაროს გაზრდის მიზნით" მოითხოვს.

ასევე ნახეთ: სამხრეთ კორეა ფხენიანთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადაა

გაერომ ჩრდილოეთ კორეას, ატომური იარაღის პროგრამის გამო, სანქციები პირველად 2006 წელს დაუწესა. მას შემდეგ, მიუხედავად ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა, ეს პროგრამა არამხოლოდ არ შეჩერებულა, არამედ უფრო გაძლიერდა და განვითარდა.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ სანქციების მოხსნა „ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ პატივი სცენ ჩრილოეთ კორეის ლეგიტიმურ უფლებას იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოს ქვეყანაში ხალხის კეთილდღეობაზე, მათ ღირსებასა და უფლებებზე“.