ჩინეთის ელჩმა, კონგ პეივუმ, ხუთშაბათს უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ოფიციალურმა პეკინმა კანადელი დეპუტატი და მისი ოჯახი ანტიჩინური პოზიციის გამო მიზანში ამოიღო. მან ასევე დაგმო ოტავის განცხადება, რომ იგი განიხილავს ჩინელი დიპლომატის კანადიდან გაძევებას.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ოფიციალური მიმართვა გააკეთა კანადის სახელმწიფომ, სადაც პრემიერი მელანი ჯო ამბობდა, რომ ის განიხილავდა სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ჩინელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.
კონსერვატიული პარტიის წევრმა, მაიკლ ჩონგმა 2021 წელს დააფინანსა რეზოლუცია, რომელიც ჩინეთის მიერ უიღური მუსლიმი უმცირესობისადმი ქმედებას გენოციდად აღიარებდა.
ასევე ნახეთ: ოტავა სანქციებს უწესებს ბელარუსს და რუსეთსკანადური მედია, კანადურ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახელმწიფო ეძებდა ინფორმაციას ჩონგისა და მისი ოჯახს წევრების შესახებ, რათა დაესაჯათ, მისგან "მაგალითი შეექმნათ" და სხვებისთვისაც ეჩვენებინათ, თუ რა მოუვიდოდა ნებისმიერს, ვინც ანტიჩინურ ქმედებებს ჩაიდენდა.
თუმცა, ჩონგმა, რომელიც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა დაიბარა, მოგვიანებთ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მან "მტკიცედ გააპროტესტა" კანადის "მუქარა" ჩინელი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებიით და რომ კანადამ უნდა შეწყვიტოს "სახიფათო გზაზე სიარული".