პეკინში ჰაერის დაბინძურება პიკს აღწევს

მონაცემი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ უსაფრთხოების ლიმიტს 40-ჯერ აჭარბებს
აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ საწარმოში ცეცხლი რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა, სანამ ის მოსახლეობამ არ შენიშნა. ჟეიჯანის პროვინციაში ავეჯის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სამსახურები 10 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ჩინეთის აღმოსავლეთში ჰაერის დაბინძურებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პიკს მიაღწია. ყავისფერი სმოგი პეკინში იმდენად სქელი იყო, რომ მხედველობა 200 მეტრამდე შეიზღუდა. ქალაქის ცათამბჯენთა წვერები სმოგში გაუჩინარდნენ. ჩინეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მონაცემმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ უსაფრთხოების ლიმიტს 40-ჯერ გადააჭარბა. საავადმყოფოებს გულის და რესპირატორული დაავადებების გართულებებით უამრავმა პაციენტმა მიაკითხა.