ჩინეთის პარლამენტმა ხუთშაბათს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. ჰონგ-კონგის მოსახლეობისა და დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტები, ისევე როგორც დასავლური სახელმწიფოები, შიშობენ, რომ ეს ჰონგ-კონგის თავისუფლებებს შეზღუდავს და ასევე საფრთხეს შეუქმნის მისი, როგორც ფინანსური ჰაბის, ფუნქციონირებას.
ჩინეთი აცხადებს, რომ კანონმდებლობა ჰონგ-კონგის ჩინეთისგან გამოყოფის, გადატრიალების, ტერორიზმის თუ უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენციას ისახავს მიზნად. თუმცა, მას შემდეგ, რაც პეკინმა ამ ცვლილებების შესახებ განაცხადა, ჰონგ-კონგი ბევრი თვის შემდეგ, პირველად მოიცვა მასშტაბურმა პროტესტმა.
ჰონგ-კონგში პოლიცია მობილიზებული იყო ამ კანონმდებლობის მეორე ნაწილის განხილვისასაც, რომელიც ჩინეთის ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობის კრიმინალიზებას გულისხმობს. ათეულობით დემონსტრანტი სავაჭრო ცენტრშიც შეიკრიბა, მაგრამ სლოგანების ხმამაღალი შეძახილების გარდა, სხვა შეტაკება არ მომხდარა. განსხვავებით წინა დღისგან, როცა პოლიციამ 360 ადამიანი დააკავა. ისინი სწორედ ჰიმნის უპატივცემულობის კრიმინალიზაციას და ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს აპროტესტებდნენ.
გასულ წელს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები თვეების მანძილზე გრძელდებოდა. მოსახლეობა ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგში დაკავებული პირების ჩინეთში ექსტრადირებას ითვალისწინებდა. ამჯერად, ახალი კანონის მიმართ არსებული შეშფოთების თანახმადაც, ჰონგ-კონგმა შეიძლება ის მაღალი დონის ავტონომია დაკარგოს, რომლითაც ყოფილი ბრიტანული კოლონია ჩინეთთან "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" ფორმულით, 1997 წლიდან არსებობდა.