ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანის პრეზიდენტი ჩინეთის გამო თავდაცვის გაძლიერების პირობას დებს


ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა ოთხშაბათს პირობა დადო, რომ თავისი მთავრობის დიდი ხნის მეტოქის, ჩინეთის მხრიდან, ჩვეულებრივზე დიდი მუქარების სერიის შემდეგ თავდაცვას გააძლიერებს.

პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით სამსახურის დაწყების აღსანიშნავ სიტყვაში მან თქვა, რომ “იმ დროს, როდესაც ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ვმუშაობთ, მომავლის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება აქცენტს გააკეთებს მობილურობაზე, საპასუხო ზომებზე და არატრადიციულ, ასიმეტრიულ შესაძლებლობებზე.”

GlobalFirePower.com ის მონაცემების მიხედვით, ჩინეთს მსოფლიოში მესამე, უძლიერესი არმია ჰყავს. იმავე მონაცემთა ბაზის მიხედვით, ტაივანი 26-ე ადგილზეა. ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედება უფრო ძლიერი მტრის წინააღმდეგ არა ჩვეულებრივი იარაღის, როგორიცაა მაგალითად წყალქვეშა ნავები, გამოყენების სტრატეგიის ითვალისწინებს.

პეკინის სახალხო გამათავისუფლებელი არმია, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამფიბიური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება. აზიაში ანალიტიკოსები და მედია ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ჩინეთისამი პატარა კუნძულის დაპყრობის სიმულაციას მოახდენს, რომელსაც ტაივანი აკონტროლებს, როგორც ეროვნული საზღვაო პარკის ნაწილს. კუნძულები ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის სტრატეგიულ წერტილში მდებარეობს. ტაივანის სანაპირო დაცვას ერთ კუნძულზე გარნიზონი აქვს.

1940 წლის, ჩინეთის სამოქალაქო ომში, ჩან კაი შის ნაციონალისტები მაო ძე დუნის კომუნისტებთან დამარცხდნენ, ისინი კუნძულ ტაივანზე გადავიდნენ. მას შემდეგ, ტაივანი და ჩინეთი განცალკევებით იმართებოდნენ, თუმცა, ჯერ კიდევ, ჩინეთი ტაივანზე საკუთარ სუვერენიტეტს აცხადებს არ გამორიცხავს, რომ ორი მხარის გასაერთიანებლად, თუ ამის საჭიროება იქნება, ძალას გამოიყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG