ჩინური პროპაგანდა

რეკლამაში ნათქვამია, რომ ჩინეთს დიაოს კუნძულებზე „შეუდავებელი სუვერენიტეტი“ გააჩნია.
ჩინეთმა ამერიკულ გაზეთში გამოაქვეყნა ორგვერდიანი ფერადი რეკლამა, სადაც ის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს.

„ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ რეკლამაში ნათქვამია, რომ ჩინეთს დიაოს კუნძულებზე „შეუდავებელი სუვერენიტეტი“ გააჩნია. კლდოვანი კუნძულები ჩინეთსა და იაპონიას შორის დავის საგანია. ამ კამათმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 40 წლისთავის საზეიმო აღნიშვნა ჩაშალა.