ჩინეთმა და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ხანგრძლივი უთანხმოების დაძლევა შეძლეს და ჰიმალაის ქედზე საზღვრის საკითხზე შეთანხმდნენ
რამდენიმე ათეული წლის ისტორიის მქონე უთანხმოებებით და ზოგჯერ დაძაბულობით მოცული საკითხი ჩინეთს და ინდოეთს შორის, დადებითად გადაწყდა. ორმა ქვეყანამ შეძლო მოლაპარაკება ჰიმალაის ქედზე მდებარე საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
ჩინეთს და ინდოეთს შორის თავდაცვის საკითხებში შეთანხმება პეკინში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელს ჩინეთის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრები აწერენ. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მრავალ სხვა საკითხთან ერთად, სამხედრო სფეროში მჭიდრო კომუნიკაციას, კონტრაბანდიზმთან ბრძოლაში და ბუნებრივ კატასტროფებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.