ჩინეთმა ჰონგ-კონგის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების კანონი მიიღო. ეს ცვლილებები ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, რომელიც ჩინეთს 23 წლის წინ დაუბრუნდა, ავტონომიაზე დიდი შეტევაა.
კანონი გასული წლის საპროტესტო ტალღას მოსდევს და მისი მიზანი ამბოხის, სეპარატიზმის, ტერორიზმის და უცხო ქვეყნის ძალებთან გაერთიანების დაგმობაა.
ჰონგ-კონგში შიშობენ, რომ კანონი გლობალური ფინანსური ცენტრის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასჯელი სამუდამო პატიმრობაა.
ასევე ნახეთ: ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჰონგ-კონგის მომავალ სტატუსზე საუბრობსაქტივისტი ჯოშუა ვონგი ამბობს, რომ ეს რადიკალური ცვლილებებია. „ეს ასრულებს იმ ჰონგ-კონგს, რომელსაც აქამდე ვიცნობდით“, - თქვა მან.
ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად,ჰონგ-კონგში კანონმდებლობის მიღებას შესაძლოა დემონსტრაციების სერია მოჰყვეს. ამასთან, 1 ივლისს ჰონგ-კონგის კონტროლის ჩინეთისთვის გადაცემის წლისთავია.
ჰონგ-კონგის მოსახლეობის უმეტესობა, „როიტერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, მიღებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება. თუმცა, შემცირებულია ასევე მოსახლეობის მხარდაჭერა საპროტესტო გამოსვლების მიმართ. თუმცა, გამოკითხვების თანახმად, მას მხარს მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტი უჭერს.
პეკინი, ჰონგ-კონგში, ეროვნული უსაფრთხოების ოფისს გახსნის და ექნება იურისდიქცია გარკვეულ საქმეებზე.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთის პრემიერი ჩინეთს მიმართავს და ეუბნება, რომ ჰონგ-კონგს არ მიატოვებსჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება სადამსჯელო ზომები იმ ქმედებებზე, რომლებიც არაკანონიერად ცხადდება.
კანონმდებლობა შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა დაგმეს. ჩინეთი მათ განცხადებებს, "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას“ უწოდებს