ჩინეთის მთავრობის ცნობით, 19 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის სიჩუანის პროვინციაში ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქებისას.
ტექნოლოგიურ კომპანიაში აფეთქება ხუთშაბათს, საღამოს 6:30-ზე მოხდა, ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.
სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" იუწყება, რომ დაშავებულები ჰოსპიტალიზებულნი არიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია. სააგენტოსვე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.