ჩინეთის ახალმა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისთვის ძალისხმევას არ დაზოგავენ
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეროვნულ კონგრესზე ეკონომიკის მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილული თემა იყო. ყრილობა ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ჯინტაომ გახსნა.
მიმართვაში ბატონმა ჰუმ სიტყვა ეკონომიკა სხვადასხვა კონტექსტში 104-ჯერ ახსენა. „ეკონომიკური განვითარება“ კი ათზე მეტჯერ იყო ნათქვამი. ჰუმ ასევე ხშირად გამოიყენა სიტყვა რეფორმა და ღია ეკონომიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ რისკებზე მნიშვნელოვანი ყურადღება არ გამახვილებულა, ისინი ზედაპირულად მაინც იყო განხილული. ყველაზე მკაფიოდ ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჰუმ მაშინ ისაუბრა, როცა განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები უნიკალური და კომპლექსურია და ჩინეთს მსგავსი პრობლემები ჯერ არ ჰქონია.
წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი იმაზე ნელია, ვიდრე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5 პროცენტია, რაც ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაჩვენებელია, ის მაინც უკიდურესად დაბალია ჩინეთისთვის. ხუთი წლის წინ, 2008 წელს ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 15 პროცენტით გაიზარდა.
ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ, სი ძინ პინმა განაცხადა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ქვეყნის ეკონომიკა კვლავ იზრდება. თუმცა, აღიარა, რომ ჯერ ისევ ბევრი საკითხია გამოსასწორებელი და დასახვეწი. ძინ პინის თქმით, ჩინეთს ჯერ ისევ არ აქვს დაბალანსებული, კოორდინირებული და მდგრადი ეკონომიკა, ხოლო ზრდის მოდელი კი მოუქნელი და ხისტია. ის ამბობს, რომ საზღვარგარეთიდან შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად ჩინეთს რამდენიმე მიმართულებით უდიდესი სამეწარმეო უპირატესობა აქვს მსოფლიოში.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოდელი ძირითად აქცენტს ექსპორტზე აკეთებს. ქვეყნის ლიდერები ახლა ცდილობენ ეს პოლიტიკა შეცვალონ და მეტი ყურადღება შიდა მოხმარებაზე გააკეთონ. ახალი მოდელი ზრდის ხელშეწყობას შიდა მოხმარებით ეცდება. ჩინეთში დაფუძნებული ეკონომისტი პატრიკ შოვანესი აცხადებს, რომ ჩინეთის მომავალი პრეზიდენტი სი ძინპინი ეცდება ეკონომიკური ტრანზიცია რახც შეიძლება მალე განახორციელოს.
„ზოგადად, ეკონომიკისთვის ეს საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით კი ისეთი მასშტაბების ქვეყნისთვის, როგორიც ჩინეთია. გარდაქმნის პროცესის აუცილებლობაზე პეკინში უკვე ორ წელზე მეტია საუბრობენ, მაგრამ ამ მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნება. ახალი ლიდერი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას, რადგანაც ტრანზიცია ისეთ პერიოდს ემთხვევა, როცა ქვეყნის ეკონომიკა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტია.“
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ექსპერტების ნაწილი დადებითად აღიქვამს, შედეგები არც ისე ოპტიმისტურია. ქვეყნის ბანკებმა კრედიტების გაცემა შეამცირეს, რაც იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ფინანსური სირთულეების წინაშე მალე დადგება:
„ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, ბანკების პასიურობა ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მალე ყველაფერი ძველ რიტმს დაუბრუნდება. მე ამ პროცესს უფრო სკეპტიკურად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ ფინანსური ბაზარი ფრთხილობს და დაბალ განაკვეთიანი სესხების გაცემის ნაცვლად ისინი მოგების ნახვას სხვა მეთოდებით ცდილობენ.“
აღნიშნული სირთულეების გარდა პრობლემას ის სესხებიც წარმოადგენს, რომლებიც ინვესტორებმა ბიზნეს დანაკარგად ჩათვალეს და ბანკებისთვის მათ უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ.