ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ჯინტაომ, რომელსაც ვადა ეწურება, განაცახდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, მმართველობის გაძლიერება და დეზინტეგრაციის თავიდან აცილება ეკონომიკური განვითარების გზაზე პარტიის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს.
პრეზიდენტმა სიტყვა პეკინში, კომუნისტური პარტიის ყრილობაზე წარმოთქვა, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა. ამ ყრილობაზე ახალი ლიდერების ინაუგურაცია გაიმართება. პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაციასა და სამხედრო-საზღვაო ძალების აღმშენებლობაზე. თუმცა, აქვე დასძინა, რომ საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი მშვიდობიან მიმართულებებს დაეფუძნება.