ჩინეთი ეკონომიკის "გონივრულ დიაპაზონში" დაბრუნებას 2021 წელს გეგმავს

მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემიური ვითარება უარესდება, ჩინეთი ეკონომიკური აქტივობის ნორმალურ მაჩვენებლებზე დაბრუნების შესახებ საუბრობს. განცხადება რამდენიმე საათის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლი კეკიანმა გააკეთა.

ჩინეთის ოფიციალური პირი ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა 2021 წელს "გონივრულ დიაპაზონში" დაბრუნდეს. როგორც კეკიანი ამბობს, ჩინეთის სურვილია სავაჭრო ბალანსს მიაღწიოს.

ასევე ნახეთ: დიდი ოცეულის სამიტზე ვაქცინის თანაბრად და სამართლიანად მიწოდების პირობა დადეს

განცხადებები ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო და ეკონომიკური ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთს აქვს სურვილი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ მაჩვენებლებს.