ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ, პარასკევს, მსხვილი სავაჭრო პარტნიორების წარმომადგენლებს, ქვეყნის ახალი ანტიჯაშუშობის კანონი გააცნო.
კანონი, რომელიც ძალაში ამ თვეში შევიდა, კრძალავს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემას, ამ ტერმინების განსაზღვრის გარეშე. ახალ კანონში, ჯაშუშობის განმარტება გაფართოვდა და სახელმწიფო ორგანოებზე ან კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევები მოიცვა.
ასევე ნახეთ: უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდასამინისტროს ოფიციალური პირები აშშ-ის, ევროპის, იაპონიის და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატებს, ასევე 30 უცხოურ კომპანიას შეხვდნენ.
უცხოურ სავაჭრო პალატებში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით პრეზიდენტ სი ძინპინის მზარდმა კონტროლმა - განსაკუთრებით საკონსულტაციო კომპანიის ბოლოდროინდელმა დარბევებმა - ბევრ უცხოურ კომპანიას გაურკვევლობა შეუქმნა იმის შესახებ, თუ სად გადის კანონის ხაზი.
ასევე ნახეთ: ჩინეთის პრეზიდენტმა "ძველ მეგობარს" ჰენრი კისინჯერს უმასპინძლაახალი კანონმდებლობა შესაბამის ორგანოებს ანიჭებს წვდომას მონაცემებზე, ელექტრონულ აღჭურვილობაზე, პირადი საკუთრების შესახებ ინფორმაციაზე და აძლევს მათ უფლებამოსილებას აძლევს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ზომას მიმართონ.