ჩავესი კუბიდან ვენესუელაში ბრუნდება

ჩავესმა განაცხადა, რომ მკუნალობას სამშობლოში გააგრძელებდა
ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი ორი თვე კუბაში მკურნალობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა. ჩავესს კიბო აქვს, რომლის წინააღმდეგაც მკურნალობას უკვე რამდენიმე ხანია პერიოდულად კუბაში გადის.

პრეზიდენტის ვენესუელაში დაბრუნება დღეს დილი ადრე საოციალურ ქსელებში გახმაურდა. ჩავესმა განაცხადა, რომ მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებდა.

2011 წლის შემდეგ მას უკვე მე-4 ოპერაცია გაუკეთეს. პრეზიდენტი ჩავესი არ აცხადებს იმას, თუ რა სახის კიბო აქვს ან რა სტადიაშია დაავადება.