ჩავესის ბალზამირებული ცხედარი მუზეუმში განთავსდება

მადურომ ჩავესი ლენინს და მაო ძე დუნს შეადარა
ვენესურლის მოქმედმა ლიდერმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ უგო ჩავესის ცხედარი ბალზამირების შემდეგ სამუდამოდ განთავსდება კარაკასის სამხედრო მუზეუმში.
მადურომ გარდაცვლილი პრეზიდენტი შეადარა მსოფლიოს იმ რევოლუციონერ ლიდერებს, რომელთა გვამები წლების მანძილზე შენახულია მავზოლეუმებში. მადურომ ასეთ ლიდერებად ლენინი და მაო ძე დუნი დაასახელა. მან ასევე დასძინა რომ ვენესუელის მოსახლეობას 7 დღის განმავლობაში მიეცემა საშუალება გამოემშვიდობონ თავიანთ ბელადს.
პარასკევს გაიმართება სამგლოვიარო პროცესია სადაც 30 -მდე სახელმწიფოს მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამერიკა დიპლომატების დელეგაციით იქნება წარმოდგენილ.