უგო ჩავესი პრეზიდენტი ხდება

ვენესუელის ლიდერი ქვეყანას კიდევ 6 წელი უხელმძღვანელებს.

კარაკასი, ვენესუელა- კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესმა გაიმარჯვა. მან ოპოზიციონერი კანდიდატი დაამარცხა და ქვეყნის მართვის უფლება კიდევ 6 წლით მოიპოვა.

ჩავესი ვენესუელას 1999 წლიდან უდგას სათავეში. მისი მეტოქის-ენრიკე კაპრილესის კამპანიის წარმომადგენლები ჩავესს არათანაბარი საარჩევნო გარემოს ფორმირებისთვის, ქვეყნის მართვის პროცესში კი პრეზიდენტის წარუმატებლობებზე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და კორუფციაზე საუბრობდნენ. წინასაარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტმა განსახლების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე გააკეთა აქცენტი.

კვირას ღამით, ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გამოაცხადა.