"ჩაკრულომ" ვაშინგტონელებს ცრემლი მოჰგვარა

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონში, აშშ-ის კოსმოსის ეროვნული საზოგადოების მიწვევით, იმყოფებოდა "ერისიონთან" არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "ჩაკრულო". ანსამბლის 24 წევრი კოსმოსის განვითარების ყოველწლიურ, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ერთ-ერთი სამუშაო დღის ბოლოს, ერთსაათიანი კონცერტი გამართა.