16-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, რომელიც პანდემია კოვიდ-19-ის გამო იყო დაწესებული, კანადამ აცრილი ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვარი გახსნა. საზღვრის ბევრ მონაკვეთზე დღეს მანქანების გრძელი რიგი დგას, რაც მგზავრების რამდენიმესაათიან შეფერხებას იწვევს.
ასევე ნახეთ: ამერიკაში მოგზაურობის მსურველებისთვის შეზღუდვები არ მოიხსნებაროგორც ჩანს, ბევრ ამერიკელს ზაფხულის არდადეგების დარჩენილი დღეების გატარება კანადაში სურს. მინესოტის შტატის და ონტარიოს საზღვარზე მყოფებს რიგში ყოფნა 7 საათის მანძილზე მოუწიათ, ნიუ-იორკის მოსაზღვრე ქალაქებში კი 3-საათიანი შეფერხებები აღინიშნებოდა.
კანადა ამერიკელ ტურისტებს 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ იღებდა. მთავრობის მიერ გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, სრულად აცრილი ამერიკელებისთვის საზღვარი 9 აგვისტოს გაიხსნა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩასულ სტუმრებს, რომლებიც კოვიდ-19-ზე სრულად არიან იმუნიზებული, კანადა სექტემბრიდან მიიღებს.
ტურიზმი კანადაში ზომით მეხუთე ინდუსტრიაა, რომელსაც ქვეყნისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 83 მილიარდი ამერიკული დოლარის მოგება შეჰქონდა. ტურიზმში ყოველი მეათე კანადელია დასაქმებული.